რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ელოდება აშშ-სთან თანამშრომლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და „ფეტოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში
თურქეთი ელოდება აშშ-სთან თანამშრომლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და „ფეტოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლება ზედმიწევნით მუშაობს ამერიკელ კოლეგებთან, რათა „ფეტოს“ ლიდერი ფეთულა გიულენი და დაჯგუფების წევრები თურქეთის მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
„ჩვენ მოვხსნით ტერორის ბნელ აჩრდილს ჩვენი რეგიონიდან“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთსა და აშშ-ს მსგავსი პოზიციები აქვთ ბევრ რეგიონულ და გლობალურ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებები ანკარის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.