თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი დისტანციურად მართვად ტანკებს შექმნის.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, უპილოტო რეჟიმში მართვადი ტანკების წარმოება ტექნოლოგიური გარღვევის შევსებას ისახავს მიზნად, რომლის შევსებას ნატოს წევრები არ ცდილობენ.
„ჩვენ უკვე გვაქვს უპილოტო საფრენი აპარატები. წლების განმავლობაში ჩვენ მას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ვითხოვდით. პასუხად ვიღებდით, რომ კონგრესი არ იყო თანახმა. თქვენ მათ სხვებს აძლევთ. განა ჩვენ სტრატეგიული პაარტნიორები ან ნატო-ს წევრები არ ვართ? უარმა გამოიწვია, რომ ჩვენ ახლა საკუთარი წარმოება გვაქვს“, – თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შემდეგი ნაბიჯი დისტანციურ რეჟიმში მართვადი ტანკები იქნება, რომელიც ბრძოლის ველზე სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.