თურქეთი არ მიატოვებს მოძმე აზერბაიჯანს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის ინტერესების დაცვას.
„ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. აზერბაიჯანის მიწები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. პროვოკაციისთვის საფუძველს ის გარემოება ქმნის, რომ მშვიდობიანი პროცესი უშედეგოა. სომხეთი მუდმივად ბომბავს აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფება აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან.