რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არ იქნება ევროპისთვის „მიგრანტების საცავი“
თურქეთი არ იქნება ევროპისთვის „მიგრანტების საცავი“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. როგორც თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, ევროპამ ავღანეთიდან ლტოლვილ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„თურქეთს არ აქვს ვალდებულება, პასუხისმგებლობა და არც არის მოვალე, გახდეს ევროპის მიგრანტების საცავი. როდესაც ჩვენ ჩავრაზავთ ჩვენს საზღვრებს და სახლებში დავაბრუნებთ ყველა არალეგალ მიგრანტს, შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტი იქნება, სად წავლენ“,- განაცხადა ერდოღანმა.
როგორც ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, თურქეთმა უკვე გააძლიერა საზღვარი ირანთან, საიდანაც ავღანელი ლტოლვილების ნაკადს ელოდება.
ამასთან, თურქეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა ითანამშრომლოს მოძრაობა „თალიბანის“ მომავალ მთავრობასთან საერთო დღის წესრიგზე.