რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ იორკში ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ლიდერებმა განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხი და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი.
თურქეთის საკომუნიკაციო დირექტორატის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებას და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობის ჩამოყალიბებას.“ თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა მზადაა, დაეხმაროს ამ პროცესში.
ერდოღანმა ასევე გამოხატა „გულწრფელი მხარდაჭერა“ სომხეთთან დიალოგის პროცესის გაგრძელებისთვის.