რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ტერორისტული ჯგუფების დამარცხებაზეა დამოკიდებული
სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ტერორისტული ჯგუფების დამარცხებაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში რუს და ირანელ კოლეგებთან გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სამიტის მთავარი მიზანი მშვიდობიანი სირიის აღდგენაა.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე სირიაში ქურთული სამხედრო ჯგუფების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის მანბიჯში მშვიდობა არ დამყარდება.
თურქეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა რუსეთთან და ირანთან ერთად მიიღოს საჭირო ზომები ქალაქ ტალ რიფაატში მშვიდობიანი გარემოს აღსადგენად.
სამიტის შემდეგ ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ აუცილებელია სირიის ერთიანობა ყველამ აღიაროს. სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება რუსეთის პრეზიდენტმაც.