რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის ხელისუფლების ძალებმა სადამკვირვებლო პოსტიდან უკან უნდა დაიხიონ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიის ხელისუფლების ძალებმა სადამკვირვებლო პოსტიდან უკან უნდა დაიხიონ

მიმდინარე კვირაში სირიის სამხედრო ძალებმა იდლიბში სადამკვირვებლო პოსტიდან უკან უნდა დაიხიონ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

​თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, სირიის ხელისუფლებამ სოჭში მიღწეული შეთანხმება უნდა შეასრულოს და ძალები უკან დახიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თურქეთი გააკეთებს.

„იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სოჭის მემორანდუმის თანახმად, სირიის ხელისუფლების ძალებმა სადამკვირვებლო პოსტიდან უკან დაიხიონ. ვადა, რომელიც ჩვენ მათ მივეცით, უკვე იწურება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადის რეჟიმი რუსეთის ავიაციის დახმარებით უკვე რამდენიმე თვეა იდლიბის პროვინციაში მასშტაბურ ოპერაციას აწარმოებს. აღნიშნული რეგიონი ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი პროვინციაა. თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს ემხრობიან.