რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული
სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაძლიერება დიდ სარგებელს მოიტანს.
„ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებს სირიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ რეგიონში მშვიდობა დამოკიდებულია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, „აკუიუს“ ატომურ ელექტროსადგურზე პირველი ენერგობლოკი 2022 წელს გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ატომურ ელექტროსადგურს თურქეთი რუსი სპეციალისტების დახმარებით აშენებს.