რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიაში 3800 ტერორისტია ლიკვიდირებული
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიაში 3800 ტერორისტია ლიკვიდირებული

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქმა სამხედროებმა სირიაში 3800 ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს. ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადანაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

აფრინის რეგიონში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა 3800 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახერხეს. ეს აღელვებს საფრანგეთს, მაგრამ ჩვენ ამ გზით სიარულს გავაგრძელებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ამჟამად ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ ტელ-რიფატის სიახლოვეს გრძელდება. თურქეთის არმიამ სამხედრო ოპერაცია სირიაში 20 იანვარს წამოიწყო. მათი მიზანი სირიელი ქურთების მიერ დაკავებული ქალაქების გათავისუფლება იყო. 24 მარტს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფრინის რაიონს სრულად აკონტროლებენ.