რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შეუძლებელია, ამ მასშტაბის კატასტროფას მომზადებული შეხვდე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შეუძლებელია, ამ მასშტაბის კატასტროფას მომზადებული შეხვდე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შეუძლებელია, ამ მასშტაბის კატასტროფას მომზადებული შეხვდე. ამის შესახებ ერდოღანმა სტიქიით დაზარალებულ ზონაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა „ერთიანობისა და სოლიდარობის დროა“.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ახლა ყველაფერი „კონტროლის ქვეშაა“.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 9 057 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია 11 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.