რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რწმენა, მონდომება და გამძლეობა, რომელიც მეჰმედ დამპყრობელს ჰქონდა სტამბოლის დაპყრობისას, შთაგვაგონებს, მივაღწიოთ თურქული საუკუნის მიზნებს
რწმენა, მონდომება და გამძლეობა, რომელიც მეჰმედ დამპყრობელს ჰქონდა სტამბოლის დაპყრობისას, შთაგვაგონებს, მივაღწიოთ თურქული საუკუნის მიზნებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის დაპყრობის 571 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
ერდოღანის თქმით, სტამბოლის დაპყრობა მსოფლიო და თურქეთის ისტორიის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა.
„დაპყრობის შემდეგ, რამაც საშუალება მისცა ჩვენს საყვარელ ერს, ფესვები გაედგა კონტინენტზე, სტამბოლი იქცა ცენტრად, სადაც სხვადასხვა რწმენა და კულტურა ერთად ცხოვრობდა, დიდი სახელმწიფო მოღვაწის ფატიჰ სულთან მეჰმედის შემწყნარებელი და სამართლიანი მმართველობით. სტამბოლის დაპყრობის 571-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს, აღვნიშნო, რომ ფატიჰ სულთან მეჰმედმა დაგვიტოვა ეს გამორჩეულად ლამაზი მსოფლიო ქალაქი მემკვიდრეობად“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.