რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა აგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის.

ერდოღანმა თქვა, რომ მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეკრებაზე შეხვდება, თუ რუსეთის ლიდერიც დაესწრება ფორუმს, ან გააგრძელებს მასთან სატელეფონო დიპლომატიას.