რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სერიოზულად როგორ მივიღოთ ისინი, ვინც უპასუხოდ ტოვებენ ათიათასობით ქალისა და ბავშვის სასტიკ მკვლელობას სირიიდან პალესტინამდე
როგორ მივიღოთ სერიოზულად ისინი, ვინც უპასუხოდ ტოვებენ ათიათასობით ქალისა და ბავშვის სასტიკ მკვლელობას სირიიდან პალესტინამდე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხდა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი, ვინც დუმან პალესტინელი ხალხის გენოციდის შესახებ და იგნორირებას უკეთებენ ამ ხოცვა-ჟლეტას, შეუძლებელია, იყვნენ თანმიმდევრული, ეფექტური და მიუკერძოებელი.
„გეკითხებით, ოდესმე გსმენიათ, რომ მათ, ვინც მსოფლიოში ქალთა უფლებებზე აქტიურად საუბრობენ, ხმა აემაღლებინოთ 7 ოქტომბრის შემდეგ პალესტინაში მოკლულ 32 ათასზე მეტ უდანაშაულო ადამიანზე, ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე? ისრაელია, რომელიც მუდმივად უტარებს ლექციებს კაცობრიობის დანარჩენ წევრებს უფლებებისა და კანონის შესახებ. ყოფილხართ თუ არა იმ ადამიანების რეაქციების მოწმე, ვინც პრესის თავისუფლების მოხსენების ბარათებს გამოსცემს ისრაელის მიერ მოკლული 100-ზე მეტი ჟურნალისტის შესახებ? ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც თურქეთს ბოლო ანგარიშში აკრიტიკებენ, აქამდე ხმა არ ამოუღიათ. გსმენიათ თუ არა რაიმე განცხადებები ისრაელის ფარული და ღია მხარდაჭერის გარდა?“ – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.