რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რას აკეთებს აშშ-ის ავიამზიდი ისრაელში? რის გაკეთებას აპირებს? ის თავს დაესხმება ღაზას, მის მიდამოებს და ჩაიდენს ხოცვა-ჟლეტას
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადა და განაცხადა, რომ ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვეტა ეწინააღმდეგება პალესტინელების ადამიანურ უფლებებს.
ამასთან, ერდოღანი გამოეხმაურა აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის გაგზავნას.
„რას აკეთებს აშშ-ის ავიამზიდი ისრაელში? რის გაკეთებას აპირებს? ის თავს დაესხმება ღაზას, მის მიდამოებს და ჩაიდენს ხოცვა-ჟლეტას“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა შუამავლობისთვის და დასძინა, რომ განაგრძობს ძალისხმევას ომის დასასრულებლად.