რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ფაშინიანმა გადალახა მრავალი წინააღმდეგობა, ოპოზიციური გაგება თავის ქვეყანაში და მიიღო თურქეთის მოწვევა საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე დასასწრებად, რისთვისაც მადლიერება გამოვხატეთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ფაშინიანმა გადალახა მრავალი წინააღმდეგობა, ოპოზიციური გაგება თავის ქვეყანაში და მიიღო თურქეთის მოწვევა საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე დასასწრებად, რისთვისაც მადლიერება გამოვხატეთ

ნიკოლ ფაშინიანმა გადალახა მრავალი წინააღმდეგობა, ოპოზიციური გაგება თავის ქვეყანაში და მიიღო თურქეთის მოწვევა საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე დასასწრებად. ჩვენ ამისთვის მადლიერება გამოვხატეთ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის პროგრესი მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს თურქეთის სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას.

„გარდა ამისა, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო მათი ბოლო განცხადება, რომ მათ შეუძლიათ, აღიარონ აზერბაიჯანის, მათ შორის ყარაბაღის ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ამის აღიარება მნიშვნელოვანი განვითარებაა, მაგრამ სომხეთში ფაშინიანის მიმართ დამოკიდებულება ასევე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხთან დაკავშირებით ფაშინიანს ნაბიჯი უკან ჯერ არ გადაუდგამს. რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ეს სომხეთის პრობლემა არ არის, ზანგეზურის დერეფანი ირანის პრობლემაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა უპირატესად მუსლიმია. ის, რომ ირანი აქ ასეთ დამოკიდებულებაშია, აზერბაიჯანსაც და ჩვენც გვაღელვებს. ასევე, აქ თითო ვაგონზე დაწესებული საფასური, სამწუხაროდ, ძალიან, ძალიან მაღალია. იმედია, მალე დავძლევთ ამ პრობლემას. ამაზე დადებითი მიდგომა რომ ჰქონოდათ, დღეს თურქეთი-აზერბაიჯანი-ირანი ერთმანეთთან ინტეგრირებული იქნებოდა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო გზით და ალბათ პეკინი-ლონდონის ხაზი გაიხსნებოდა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.