რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნატო-ს სამიტზე კიდევ ერთხელ მიხვდნენ, რომ ალიანსი თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნატო-ს სამიტზე კიდევ ერთხელ მიხვდნენ, რომ ალიანსი თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს

ნატო-ს სამიტზე კიდევ ერთხელ მიხვდნენ, რომ ალიანსი თურქეთის გარეშე ვერ იარსებებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სირიელი ქურთების სამხედრო ჯგუფებთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ნატო თავის წევრთა უსაფრთხოების ქოლგის ფუნქციას ვერ ასრულებს.

„თურქეთის გარეშე ნატო-ს გაუჭირდება არა მხოლოდ თავისი ძალების შენარჩუნება, არამედ მისი არსებობის. თურქეთი სრულად ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, აცნობიერებს ნატო-ს შენარჩუნების მნიშვნელობას, მიუხედავად მარტო დარჩენისა, იმ დროს, როდესაც მას დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა“, – განაცხადა ერდოღანმა.