თურქეთის პრეზიდენტი მზადაა, სიკვდილით დასჯა აღადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, ის მზადაა, ხელი მოაწერს კანონს, თუ პარლამენტი დაამტკიცებს.
„თქვენ იცით, რომ ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა, მაგრამ, თუ კანონი პარლამენტში დაამტკიცეს, ხელს მოვაწერ, რადგან ჩვენ ვიცით მკვლელების პოზიცია. ვიცით, რომ მკვლელებმა შესაბამისად უნდა აგონ პასუხი“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში 2016 წელს მოწყობილი უშედეგო პუტჩის შემდეგ გახდა აქტუალური. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაც არ გამორიცხა.