რეჯეფ თაიფ ერდოღანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის ჩართვას დაუშვებლად მიიჩნევს
იმის გათვალისწინებით, რომ აშშ, რუსეთი და საფრანგეთი ამ პრობლემას 30 წელია, უგულებელყოფენ, დაუშვებელია, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში არიან ჩართულები, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლის დროს ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად სომხეთმა მთიანი ყარაბაღი უნდა დატოვოს.
აშშ, საფრანგეთი და რუსეთი დაპირისპირებულ მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებენ.