რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მჯერა, პუტინს „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელება სურს, იმედი გვაქვს, შეთანხმება გაგრძელდება
დღევანდელი განცხადების მიუხედავად, მჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელება სურს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა ყოველთვის ანიჭებს მნიშვნელობას „შვი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებას და ამ მიმართულებით დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიერა.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება.
„„მარცვლეულის შეთანხმება“ ისტორიაში შევიდა, როგორც დიპლომატიური წარმატება. თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ ტელეფონით ისაუბრებენ და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება შეფერხების გარეშე გაგრძელდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეჩერდა.