რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები ჯერ არ არის, ჩვენ ბევრად წინ ვართ
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები ჯერ არ არის, ჩვენ ბევრად წინ ვართ, – ამის შესახებ თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანაკარაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, 14 მაისის არჩევნებით თურქეთმა კიდევ ერთხელ იზეიმა დემოკრატიის დღესასწაული.
„ვიღაც სამზარეულოშია, ჩვენ აივანზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები არ არის, ჩვენ ბევრად წინ ვართ. საბოლოო ოფიციალური შედეგები ჯერ არ ვიცით. ჯერ კიდევ ველოდებით ერის ნების გამოვლენას. ვიდრე შედეგებს ველოდით, გადავწყვიტე, წინასწარ გამოვსულიყავი სიტყვით ტრადიციულად აივანზე. ჩვენმა ერმა მიიღო გადაწყვეტილება. თქვენ არ გჭირდებათ ახალი საბაბების პოვნა. ჩვენ დავინახავთ ჩვენი ერის ნებას, როდესაც გვექნება საბოლოო შედეგები. ეს უნიკალური არჩევნებია მსოფლიოში, ჩვენს ისტორიაში უმაღლესი საარჩევნო მონაწილეობით. მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის პატივს ვცემდით ეროვნული ნების გადაწყვეტილებას. ჩვენ პატივს ვცემთ მას ამ არჩევნებში და პატივს ვცემთ შემდეგ არჩევნებზეც. არ ვიცით, არჩევნები პირველ ტურში დასრულდა თუ არა. თუ ჩვენმა ერმა აირჩია მეორე ტურში გასვლა, ჩვენ ამასაც პატივს ვცემთ. გვჯერა, რომ ამ ტურს 50 პროცენტზე მეტი ხმით დავასრულებთ“, – თქვა თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა.