თურქეთის პრეზიდენტი გერმანელი ფეხბურთის ვარსკვლავის და „არსენალის“ ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ქორწილში მთავარი მოწმე იყო.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოზილის ქორწილში მეუღლესთან ერთად მივიდა. მესუთ ოზილმა ყოფილ მის თურქეთზე, ამინა გულსეზე იქორწინა. სამოქალაქო ქორწინების წიგნაკში კი, მოწმის სახით თურქეთის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახლად დაქორწინებულ წყვილს სულ მცირე ოთხი შვილის გაჩენა უსურვა და საოჯახო წიგნაკი პატარძალს გადასცა.
გელზენკირხენში დაბადებულ მესუთ ოზილს თურქული წარმოშობა აქვს. 2018 წელს ფეხბურთელი თურქეთის პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, რის გამოც ოზილმა გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა გერმანია გააკრიტიკა და ოზილის მიმართ დამოკიდებულებას რასისტული უწოდა.