რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე რუსეთის, უკრაინისა და გაერო-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრას აანონსებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე რუსეთის, უკრაინისა და გაერო-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრას აანონსებს.
შეხვედრის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ნიუ-დელიში „ოცეულის ჯგუფის“ სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუმცა მას არ დაუსახელებია შეხვედრის კონკრეტული ადგილი და თარიღი.
ერდოღანმა მხარეებს მოუწოდა, არ მოახდინოს რუსეთის „მარგინალიზება“ მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების აღდგენას.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტს სოჭში „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ სასაუბროდ შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიზანი შეთანხმების აღდგენა იყო, თუმცა ამ შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო.
მედიის ცნობით, „ოცეულის ჯგუფის“ სამიტზე ერდოღანმა მოუწოდა ლიდერებს, დააკმაყოფილონ რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენის შესახებ.