რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ სტამბოლში მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.

„მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ხალხის კეთილგანწყობით“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მადლობას უხდის თურქ საზოგადოებას იმ „დემოკრატიის ფესტივალისთვის“, რომელიც ქვეყანამ არჩევნების დროს გამართა.

„ღმერთმა ქნას, ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს იყო ბოლო 21 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, 14 და 28 მაისს გამართულ არჩევნებში გამარჯვებული ქვეყნის 85 მილიონი მოქალაქეა.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.