რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალინდელ წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალინდელ წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ მმართველ პარტია „სამართლიანობისა და განვითარებაზე“ დაყრდნობით იუწყება.
პრეზიდენტი გუშინ სატელევიზიო ეთერის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც, მან ინტერვიუ შეწყვიტა.