რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ილჰამ ალიევს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩავა. ერდოღანი ნახიჩევანში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიწვევით ჩადის.
ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ ორმხრივი და გაფართოებული ფორმატით.
თურქული მედიის ცნობით, შეხვედრისას განხილული იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობები, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები. მოლაპარაკებებისას ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულ ოპერაციას და შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღების პროცესსაც განიხილავენ.
ამას გარდა, საუბრის თემა იქნება ზანგეზურის დერეფანი, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან უნდა დააკავშიროს.