რეჯეფ თაიფ ერდოღანი - კატეგორიულად ვგმობ მკვლელობის მცდელობას დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, გვერდში ვუდგავართ მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს
კატეგორიულად ვგმობ მკვლელობის მცდელობას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ბატონ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. გულწრფელად ვუგზავნი საუკეთესო სურვილებს ბატონ ტრამპს, მის ოჯახსა და ახლობლებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.
„მჯერა, რომ თავდასხმის გამოძიება ყველაზე ეფექტური გზით წარიმართება და დამნაშავეები და წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა ჩრდილი არ მიიყენონ აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას. როგორც თურქეთი, ჩვენ გვერდში ვუდგავართ მეგობარ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს“,- წერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.