რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელის მცდელობები, გაავრცელოს კონფლიქტი რეგიონში, უკიდურესად სახიფათოა
ისრაელის მცდელობები, გაავრცელოს კონფლიქტი რეგიონში, უკიდურესად სახიფათოა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ლიბანის პრემიერ-მინისტრთან, ნაჯიბ მიქატისთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის აგრესიის შეჩერების მცდელობები გაგრძელდება.
თურქეთის პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა პეიჯერებით თავდასხმის გამო და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ცნობისთვის, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ პეიჯერებში ასაფეთქებელი მოწყობილობა ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ, „მოსადმა“ ჩადო.