რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს გენოციდისთვის, რომელსაც ერთი წელია, ახორციელებს, როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირობას დებს, რომ ისრაელი ღაზაში „გენოციდისთვის“ საფასურს გადაიხდის.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს ამ გენოციდისთვის, რომელსაც ის ახორციელებს ერთი წლის განმავლობაში და რომელიც ახლაც გრძელდება. როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, იმავე გზით შეჩერდებიან ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელიც“, – წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი აკრიტიკებს საერთაშორისო სისტემის მარცხს ღაზასა და ლიბანში კონფლიქტის შეჩერებასთან დაკავშირებით.
„ისრაელის გენოციდის, ოკუპაციისა და შემოჭრის მრავალწლიანი პოლიტიკა ახლა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.