რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თურქეთის ლიდერი 18-19 ივლისს ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მოწვევით თეირანს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ასტანას ფორმატის რიგით მე-7 სამმხრივ შეხვედრაში. თურქეთის და ირანის პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს.
ადმინისტრაციის ცნობით, სამმხრივ შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენები, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით PKK/YPG და DAESH-თან ბრძოლის და ჰუმანიტარული საკითხები იქნება განხილული.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრაც.