რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთთან „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე შეთანხმდებიან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთთან „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე შეთანხმდებიან.
„ჩვენ ვემზადებით აგვისტოში პუტინის მასპინძლობისთვის და ვთანხმდებით, რომ შავის ზღვის დერეფნის შეთანხმება უნდა გაგრძელდეს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, გუტიერეშმა ასევე გაუგზავნა წერილი პუტინს. იმედი მაქვს, ამ წერილით, ასევე ჩვენი და რუსეთის საერთო ძალისხმევით, მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება გახანგრძლივდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
გაერო-სა და თურქეთის მიერ მიღწეული „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადა 17 ივლისს იწურება.