რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ღაზაში 14 000-ზე მეტი უდანაშაულო ბავშვის მოკვლით ისრაელმა უკვე აჯობა ადოლფ ჰიტლერს
ღაზაში 14 000-ზე მეტი უდანაშაულო ბავშვის მოკვლით ისრაელმა უკვე აჯობა ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის უპირობო მხარდაჭერით ისრაელი ახორციელებს ხოცვა-ჟლეტას როგორც ღაზაში, ასევე მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რაც სირცხვილის ნიშანია კაცობრიობის ისტორიაში.
ერდოღანის განცხადებით, ვერავინ აყენებს ეჭვქვეშ თურქეთის მგრძნობელობას პალესტინის საკითხის მიმართ და პალესტინის საქმემ მის ცხოვრებას ახალი აზრი შესძინა.
„ვიდრე ღმერთი მომცემს სიცოცხლეს, მე გავაგრძელებ პალესტინის ბრძოლის დაცვას და ვიქნები ჩაგრული პალესტინელი ხალხის ხმა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.