რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გადაწყვეტილი გვაქვს, მუსტაფა ქემალის პრინციპი - „მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში“ პრაქტიკაში ჰუმანიტარული დიპლომატიის გავლენის სფეროს გაფართოებით განვახორციელოთ
გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მუსტაფა ქემალის პრინციპი – „მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში“ პრაქტიკაში განვახორციელოთ, ამას გავაკეთებთ ჰუმანიტარული დიპლომატიის გავლენის სფეროს გაფართოებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანაკარაში, ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის საუკუნე დაიწყო და ქვეყნის ზრდის პერიოდის კარი გაიღო.
„ჩვენ ჩავეხუტებით 85 მილიონი ადამიანს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებების, წარმომავლობის, აღმსარებლობისა თუ სექტისა. არ დავკარგავთ ჩვენი საყვარელი ერის ნდობას საკუთარი თავის, პარტიისა და ალიანსის მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას და მსახურებას თურქეთისთვის. როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება, 85 მილიონი ადამიანი იყოს ერთიანი და დაკავშირებული, როგორც კედლის აგურები. გვჯერა, რომ რესპუბლიკის 100 წლისთავზე თურქეთს დიდი ჩახუტება სჭირდება. გეპატიჟებით, რომ დაიწყოთ ძმობის მობილიზაცია ჩვენს 81 პროვინციაში. დღეს არის დღე ვიყოთ ერთი, ერთად და გავამყაროთ ჩვენი ათასწლოვანი ძმობა.
დღეს ჩვენი შვილების ნათელი მომავლის დაცვის დღეა. გვერდზე გადავდოთ საარჩევნო პერიოდის წყენა. თუ წყენაა, მოდი, ვიპოვოთ შერიგების გზა. ყველამ ვიკისროთ თურქული საუკუნის მშენებლობა. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას ლიბერტარიანული, სამოქალაქო და ყოვლისმომცველი კონსტიტუციით, მისი ამჟამინდელი კონსტიტუციისგან გადარჩენით, რომელიც გადატრიალების შედეგი იყო. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მუსტაფა ქემალის პრინციპი – „მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში“ პრაქტიკაში განვახორციელოთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ ჰუმანიტარული დიპლომატიის გავლენის სფეროს გაფართოებით. მივყვებით იმ დაპირებებს, რაც ჩვენს ხალხს საარჩევნო მოედნებზე მივეცით, რასაც დავპირდით ბოლო 21 წლის განმავლობაში. იმედია, სათითაოდ ვაქცევთ რეალობად. გპირდებით, ხუთი წლის განმავლობაში მთელი ძალით ვიმუშავებთ თურქეთის რესპუბლიკის დიდებისა და ღირსების დასაცავად, რეპუტაციის ასამაღლებლად და მისი სახელის მსოფლიოში განდიდებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.