რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროკავშირთან დავაჩქარებთ მოლაპარაკებებს საბაჟო კავშირის განახლებისთვის, რაც მულტიპლიკატორულ გავლენას მოახდენს თურქეთის ეკონომიკაზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროკავშირთან დავაჩქარებთ მოლაპარაკებებს საბაჟო კავშირის განახლებისთვის, რაც მულტიპლიკატორულ გავლენას მოახდენს თურქეთის ეკონომიკაზე

ევროკავშირთან დავაჩქარებთ მოლაპარაკებებს საბაჟო კავშირის განახლებისთვის, რაც მულტიპლიკატორულ გავლენას მოახდენს თურქეთის ეკონომიკაზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობებში პროგრესი ექნება ვიზალიბერალიზაციის პროცესშიც.

„როგორც თურქეთი, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ჩვენს დაპირებებზე და ამას ვაკეთებთ. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მალე ვიხილოთ მომგებიანი მოლაპარაკებების ხელშესახები შედეგები. პოზიტიური მუშაობის შედეგად, რომელსაც ვიხილავთ ევროკავშირისგან, დავიწყებთ მუშაობას ჩვენი დაპირებების რეალიზებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.