რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროკავშირმა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა სიკვდილისთვის გაიმეტა, რას გვთავაზობენ, პალესტინის მიწების სრული ოკუპაციისთვის გზის გახსნასა და მისი არსებობის დასრულებას?
ევროკავშირმა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა სიკვდილისთვის გაიმეტა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი „ძალიან უცნაურ და არათანმიმდევრულ როლს“ ასრულებს.
„ევროკავშირმა არ და ვერ წამოაყენა სამართლიანი მიდგომა. ყურადღება მიაქციეთ, ვინ არის ამჟამად ისრაელის მხარეს და ვინ არის რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური პროცესების მიღმა. ეს არის ევროკავშირი. ჩვენი ნდობა ევროკავშირის მიმართ დარღვეულია“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ადამიანთა სიცოცხლის დაცვის დროა.
„რას გვთავაზობს ევროკავშირის ადმინისტრაცია? ისრაელის მიერ პალესტინის მიწების სრული ოკუპაციისთვის გზის გახსნასა და პალესტინის არსებობის ფაქტობრივად დასრულებას? დროა, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლისა და ცხოვრების უფლება“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.