რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ემანუელ მაკრონს გზა აერია, ის ავად არის და უნდა შემოწმდეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ემანუელ მაკრონს გზა აერია, ის ავად არის და უნდა შემოწმდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გზა აერია და შემოწმება სჭირდება. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონის მისამართით კრიტიკული განცხადება მალათიას პროვინციაში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

მედია წერს, რომ თურქეთის ლიდერის გაღიზიანების მიზეზი საფრანგეთში მუსლიმების მიმართ არსებული დამოკიდებულებაა.

„საფრანგეთის პასუხისმგებელმა პირმა გზა დაკარგა. ის მთელი დღის განმავლობაში ერდოღანზე საუბრობს. ჯერ შეხედე საკუთარ თავს, სად მიდიხარ. გუშინ კაიზერიში ვთქვი, ის ავად არის და ნამდვილად უნდა შემოწმდეს“, – აღნიშნა ედოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტი 24 ოქტომბერსაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ემანუელ მაკრონს პრობლემა აქვს მუსლიმებთან და ფსიქიატრიული შემოწმება სჭირდება. ერდოღანის განცხადების შემდეგ, საფრანგეთმა თავის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

საფრანგეთის ლიდერმა მიმდინარე თვეში ომი გამოუცხადა „ისლამისტურ სეპარატიზმს“, რომელიც, მისი აზრით, საფრანგეთში მუსლიმურ თემებს იპყრობს.