ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს 2027 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტზე არ მიიწვევს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მომავალ წელს ბრიტანეთში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე არ მიიწვევს, – ამის შესახებ ბერნემმა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე რუსეთთან ომი იქნება.
ამასთან, ბერნემის განმარტებით, ბრიტანეთი მზადაა, თავისი ჯარი სამშვიდობო მისიაში გაგზავნოს, თუ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწევა.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტი 2027 წელს მანჩესტერში გაიმართება. აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის პრეზიდენტი მომდევნო თვეში დადეგმილ სამიტზე მაიამიში ოფიციალურად მიიწვია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა მაიამიში დაგეგმილ სამიტზე რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნების ლეგიტიმაციის რისკს შექმნის მაშინ, როცა უკრაინაში ომი გრძელდება.