ალის ვაიდელი – ​მერცი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს

16:02, 05.11.2026

მერცი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს, – ამის შესახებ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კომპანია Bosch-ი დამატებით 750 სამუშაო ადგილს გააუქმებს, რის შედეგადაც შემცირებული სამუშაო ადგილების საერთო რაოდენობა 23 650-ს მიაღწევს.

ვაიდელი სოციალურ ქსელში გამოცემა WELT-ის სტატიას აქვეყნებს და სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზად მსოფლიოში ყველაზე უგუნურ ენერგეტიკულ პოლიტიკას ასახელებს.

გამოცემის ინფორმაციით, Bosch-ი 750 სამუშაო ადგილის გაუქმებას 2029 წლამდე გეგმავს. გადაწყვეტილების მიზეზი კი ავტოინდუსტრიაში შექმნილი რთული ვითარებაა.

მსგავსი