რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დროა, ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს, უკრაინის ომის ფონზე ახალი ისტორია დაწეროს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირს ახალი ისტორიის დაწერისკენ მოუწოდებს.
„ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს და ბოლო წლების მანძილზე იმყოფება წევრი ქვეყნების მოკლევადიანი პოლიტიკების გავლენის ქვეშ, დროა, დაწეროს ახალი ისტორია უკრაინაში ომთან ერთად“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ევროპის დღეს აღნიშნავს 1999 წლიდან, როდესაც ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მან მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის პროექტს, რომელიც დაიწყო 1950 წლის 9 მაისს, შუმანის დეკლარაციით.
„შუმანის დეკლარაციაში ჩამოყალიბებულმა იდეებმა ევროპის ქვეყნებს საშუალება მისცა, დაევიწყებინათ უთანხმოებები და მტრობა და გაერთიანებულიყვნენ მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის, განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის მთელი მსოფლიოს დამანგრეველი ომის შემდეგ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ის გამაფრთხილებელია ბლოკისთვის, რომელიც მოითხოვს სოლიდარობას, თანამშრომლობას და ასევე, შორსმჭვრეტელ და გაბედულ პოზიციას. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის და თურქეთის მრავალმხრივ კავშირებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკურმა ბლოკმა და თურქეთმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საერთო ღირებულებებზე და არა განსხვავებებზე.
„უკრაინაში ომის შედეგები, რომლებმაც უკვე მიაღწია გლობალურ მასშტაბებს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთს ევროკავშირისთვის მრავალ სფეროში, უსაფრთხოებაში, მიგრაციაში, მიწოდების ჯავების და ენერგეტიკის მიმართულებით. ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანების პროცესი, რასაც მიუხედავად ყოველმხრივი წინაღობებისა. თურქეთი მოთმინებით და მტკიცედ უჭერს მხარს, კონსტრუქციული მიდგომით უნდა წარიმართოს“, – განაცხადა რეჯეფ თაეფ ერდოღანმა.