თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უნგრეთში ჩავა. ვიზიტი უნგრეთის ეროვნულ დღეს არის დაგეგმილი და თურქეთის ლიდერი სახელმწიფო ცერემონიალს დაესწრება.
თურქული პრესის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის, შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება ნატო-ს გაფართოებას და ევროკავშირთან ურთიერთობებს.
უნგრეთში ვიზიტის შემდეგ, აგვისტოს ბოლოს თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უმასპინძლებს.