რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთს რუსეთის მიმართ პროვოკაციაზე დამყარებულ პოლიტიკაში სდებს ბრალს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლეთს რუსეთის მიმართ პროვოკაციაზე დამყარებულ პოლიტიკაში სდებს ბრალს. თურქული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ არ მივიჩნევ სწორად დასავლეთის მიდგომას, რადგან დასავლეთი მისდევს პროვოკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკას“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება.
„ვეტყვი მათ, ვინც სათანადოდ ვერ აფასებს რუსეთს – ამას არასწორად აკეთებთ. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომლის სათანადოდ არდაფასება შეიძლება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას დაბალანსებული პოლიტიკა.