რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დასავლეთის ქვეყნების დუმილი ამძიმებს ჰუმანიტარულ კრიზისს ღაზაში
დასავლეთის ქვეყნების დუმილი ამძიმებს ჰუმანიტარულ კრიზისს ღაზაში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ პალესტინის მიწების მიმართ „ველურობა“ ღრმავდება და მშვიდობიანი მოქალაქეები გამუდმებით იღუპებიან.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი გააგრძელებს მუშაობას რეგიონში სიმშვიდის მისაღწევად.