რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ

სირიის საკითხზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა სოჭში, ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ შემდეგზე:

1. ორივე მხარე ადასტურებს მის ვალდებულებას სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ . ასევე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ;

2. ისინი ხაზს უსვამენ მათ მტკიცე პოზიციას ებრძოლონ ტერორიზმის ყველა ფორმას და სირიის ტერიტორიაზე წინ აღუდგნენ სეპარატისტულ მისწრაფებებს;

3. ამ კონტექსტში არსებული სტატუს-კვო ოპერაციის ამჟამინდელ რაიონში, თელ-აბიადსა და რას ალ-აინს შორის, 32 კილომეტრი სიღრმით, შენარჩუნდება;

4. ორივე მხარე ადასტურებს ადანის შეთანხმების მნიშვნელობას. რუსეთი ხელს შეუწყობს ადანის შეთანხმებას ამჟამინდელ პირობებში;

5. 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან დაწყებული, სირიის ტერიტორიაზე, სირია-თურქეთის საზღვართან, მშვიდობის წყაროს ოპერაციის მიღმა ტერიტორიაზე, განთავსდება რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახური. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ფორმირებებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 150 საათის შემდეგ . ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მშვიდობის წყაროს ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა;

6. ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება გამოყვანილ უნდა იქნას მანბიჯიდან და თალ რიფათიდან;

7. ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრისა და ინფილტრაციისთვის;

8. სირიაში ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის ხელის შესაწყობად ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიღებული;

9. აღნიშნული მემორანდუმის მიმოხილვისა და კოორდინაციისთვის შეიქმნება ერთობლივი მექანიზმი მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის;

10. ორივე მხარე განაგრძობს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მექანიზმის ძიებას, ასტანის მექანიზმის ფარგლებში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.