რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე პრაღაში მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას თურქული გამოცემა „საბაჰი“ ავრცელებს.
თურქული მედიის ცნობით, ჩეხეთის დედაქალაქში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატორი სომხეთის პრემიერ-მინისტრია.
6-7 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომლის ინიციატორი საფრნგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია.