რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ერთად უპასუხონ ირანის შურისძიებას, ამავე მოთამაშეებმა ახლა ერთხმად უნდა უთხრან ისრაელს: „გაჩერდი“
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ერთად უპასუხონ ირანის შურისძიებას, ამავე მოთამაშეებმა ახლა ერთხმად უნდა უთხრან ისრაელს: „გაჩერდი“

ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ერთად უპასუხონ ირანის შურისძიებას. ამავე მოთამაშეებმა ახლა ერთხმად უნდა უთხრან ისრაელს: „გაჩერდი“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ისრაელმა ვერ უნდა დაამახინჯოს დღის წესრიგი და ვერ უნდა დამალოს ღაზაში თავისი სისასტიკე.

„ბოლო ერთი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა ღაზაში, უკვე 195 დღეა, მიმდინარეობს. მეტი ძალისხმევა უნდა გავწიოთ ღაზაში ხოცვა-ჟლეტების შესაჩერებლად. სასწრაფო და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და შემდეგ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ორი სახელმწიფოს პრინციპის განსახორციელებლად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.