რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ვეყრდნობოდით არა დასავლურ ძალებს, რომლებიც ჩურჩულებენ ჩვენს ყურში, არამედ „ანატოლიურ ცოდნას“
ჩვენ ვეყრდნობოდით არა დასავლურ ძალებს, რომლებიც ჩურჩულებენ ჩვენს ყურში, არამედ „ანატოლიურ ცოდნას“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო 21 წლის განმავლობაში არაერთი ბინძური სცენარი იყო, რომელსაც ხელისუფლება ებრძვის, მათ შორის: გეზის პარკის მოვლენები, სამხედრო გადატრიალების მცდელობა, ე.წ. ისლამური სახელმწიფო და „ქურთისტანის მუშათა პარტია“.
„დღეს ჩვენ 85 მილიონი ადამიანის შორსმჭვრეტელობასა და წინდახედულობას ვეყრდნობით. ჩვენ მთელი გულით გვჯერა, რომ ანატოლიური ცოდნა გაიმარჯვებს 14 მაისს“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.