რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე არ დაარსდება დამოუკიდებელი, ტერიტორიულად მთლიანი პალესტინის სახელმწიფო 1967 წლის საზღვრებით, რომლის დედაქალაქი იერუსალიმია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მსოფლიოს მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ ისრაელის ომის დანაშაულებებზე. აღნიშნული განცხადება მან ისლამური თანამშრომლობის ახალგაზრდული ფორუმის მეხუთე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა.
ერდოღანის თქმით, ანკარა ინტენსიურად მუშაობს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ომის დანაშაულებები შეუმჩნეველი არ დარჩეს.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის ერთგულება, მხარი დაუჭიროს მსოფლიოში აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე არ დაარსდება დამოუკიდებელი, ტერიტორიულად მთლიანი პალესტინის სახელმწიფო 1967 წლის საზღვრებზე დაყრდნობით, რომლის დედაქალაქი იერუსალიმია“, – განაცხადა ერდოღანმა.