რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით

ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით”, – წერს თურქეთის ლიდერი.

მისი თქმით, მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი.

თურქეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 76 ადამიანი ემსხვერპლა, 440 კი დაშავდა.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა მეზობელ სირიაშიც. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია 42 ადამიანი.