თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩრდილო-ატლანიტკური ალიანსის ბოდიშს არ იღებს. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულების პატიება მარტივად შეუძლებელია.
„თქვენ ნახეთ ნატო-ს მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულება. არსებობს შეცდომები, რომლებსაც არა სულელები არამედ დაბალი დონის ადამიანები უშვებენ“ – განაცხადა ერდოღანმა.
გუშინ, თურქეთმა ნორვეგიაში მიმდინარე ნატო-ს წვრთნებიდან 40 სამხედრო მოსამსახურე უკან გაიწვია. ამის მიზეზი თურქეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ქემალ ათათურქის სტენდზე განთავსებული პორტრეტები გახდა, რომელიც ნორვეგიელმა სამხედრომ შეცდომით, სწავლებისთვის განკუთვნილ პოლიგონზე „მტრების“ კატეგორიაში განათავსა.
ინციდენტის გამო, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ ანკარას ბოდიში მოუხადა.
ნორვეგიელი სამხედრო კი, არმიიდან გარიცხეს.