რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბირთვული იარაღის ფლობა ყველასთვის დასაშვები ან აკრძალული იყოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბირთვული იარაღის ფლობა ყველასთვის დასაშვები ან აკრძალული იყოს

ბირთვული იარაღის ფლობა ყველასთვის დასაშვები ან აკრძალული იყოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს 74-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უთანასწორობასა და უსამართლობაზე ისაუბრა და ქვეყნებს მოუწოდა შეცვალონ არსებული მიდგომები.

„ახლა არის დრო შევცვალოთ არსებული მენტალიტეტი, ინსტიტუციები, ორგანიზაციები და წესდება. უთანასწორობა ბირთვულ და არაბირთვულ სახელმწიფოთა შორის საკმარისია გლობალური ბალანსისთვის ძირის გამოსათხრელად. ეს ჩვენ გვაშფოთებს ისევე როგორც ყველას, რომ მასობრივი განადგურების იარაღი როგორც ბერკეტი, ყველა კრიზისში გამოიყენება მათი სრული განადგურების ნაცვლად. ბირთვული იარაღის ფლობა ყველასთვის დასაშვები ან აკრძალული იყოს“, – განაცხადა ერდოღანმა.