რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ათენს არ აქვს უფლება, საბერძნეთში მცხოვრებ მუსლიმებს ხელმძღვანელი სასულიერო პირი ან მუფთი დაუნიშნოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ათენს არ აქვს უფლება, საბერძნეთში მცხოვრებ მუსლიმებს ხელმძღვანელი სასულიერო პირი ან მუფთი დაუნიშნოს

ლოზანის ხელშეკრულების მიხედვით, ათენს არ აქვს უფლება, საბერძნეთში მცხოვრებ მუსლიმებს ხელმძღვანელი სასულიერო პირი ან მუფთი დაუნიშნოს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ჩვენ პატრიარქს არ ვნიშნავთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, საბერძნეთი არ ზრუნავს დასავლეთ თრაკიაში მცხოვრები 150 000 თურქის მოქალაქეობაზე, რომელთა უმრავლესობა მუსლიმია.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთში მთავარი მუფთის არჩევა მხოლოდ ამ ჯგუფის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მუფთებს და იმამებს შეუძლიათ.

„თუმცა, სამწუხაროდ, საბერძნეთი ამას ვერ ეგუება და არ აძლევს ასეთ უფლებამოსილებას ჩვენს დასავლეთ თრაკეის თურქების მუფთებს, იმამებს და აპირებს მათ დანიშვნას, თითქოს ისინი იყვნენ საკუთარი სახელმწიფო მოხელეები და საკუთარი რელიგიური ჩინოვნიკები“ , – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე შეეხო საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის ვიზიტს და აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თავისი ადგილი შეახსენა.